1. ყოველწლიური შვებულება სამსახურის თანამშრომელს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში შვებულების გრაფიკის შესაბამისად.
2. სამსახურის თანაშრომელს, დამხმარე მოსამსახურეს, შტატგარეშე მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა სამსახურის გავლის თერთმეტი თვის შემდეგ. სამსახურის თანაშრომელს, დამხმარე მოსამსახურეს, შტატგარეშე მოსამსახურეს ხელმძღვანელის თანხმობით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
3. სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც გადაყვანილი არიან ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორე სტრუქტურულ ერთეულში, შვებულება მიეცემათ სამსახურში საერთო მუშაობის კალენდარული დროის ათვლით.
4. მუშაობის მეორე და შემდგომ წლებში შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს, შვებულებაში გასვლის გრაფიკის შესაბამისად.
5. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გადატანილ უნდა იქნეს:
ა) სამსახურის თანამშრომლის დროებით შრომისუუ
ნარობისას;
ბ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
6. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც სამსახურის თანამშრომლისათვის მიმდინარე სამუშაო წელს შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მუშაობის ნორმალურ მსვლელობაზე, დასაშვებია, სამსახურის თანამშრომლის თანხმობით, შვებულების გადატანა შემდეგი წლისათვის. გადატანილი შვებულება შეიძლება დაემატოს შემდეგი სამუშაო წლის შვებულებას.
7. აკრძალურია ყოველწლიური შვებულების მიუცემლობა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში