1. სამსახურის უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუძლია სამსახურის თანამშრომელი:
ა) გადაიყვანოს ტერიტორიულად სხვა ადგილას და დაავალოს იმავე სამუშაოს შესრულება (როტაცია), ამ შემთხვევაში სამსახურის თანამშრომელს შეიძლება აუნაზღაურდეს დამატებით წარმოშობილი სატრანსპორტო ან სხვა კომუნალური ხარჯები დადგენილი წესით;
ბ) სამსახურის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე,გამოიყენოს სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა, ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის შეცვლით, არასამუშაო დროის დაწესებით ან გაუქმებით, თუ სამსახურის თანამშრომლის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის;
გ) გადაუნაწილოს სამუშაოზე გამოუცხადებელ სამსახურის თანამშრომელს მოვალეობები შესასრულებლად არა უმეტეს სამი თვისა (ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ თანამშრომლის თანხმობით), თუ სამსახურის თანამშრომლის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ამ პუნქტის საფუძველზე ცვლის სხვა თანამდებობის პირს, საკუთარი ხელფასის გარდა ეძლევა დანამატი არმყოფი სამსახურის თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
დ) გადაიყვანოს სხვა სამსახურის თანამშრომლის მოვალეობების შესასრულებლად, ძირითადი სამუშაო პირობების შესრულების მოვალეობისგან გათავისუფლებით არა უმეტეს სამი თვისა. ამ შემთხვევაში სამსახურის თანამშრომელს უნარჩუნდება წინანდელი შრომის ანაზღაურება.
2. სამსახურის თანამშრომელს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება აღემატება მის ფიზიკურ შესაძლებლობას ან თუ მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 22.01.2026
მუხლი 31. სამსახურის უფროსის დავალების სავალდებულო შესრულება
თავი V — სამსახურის თანამშრომლის უფლებები და მოვალეობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. სამუშაო დროის ხანგრძლივობა
- მუხლი 24. შვებულება
- მუხლი 26. შვებულების მიცემის წესი
- მუხლი 28. სამსახურის თანამშრომლის უფლებები
- მუხლი 29. სამსახურის თანამშრომლის მოვალეობები
- მუხლი 30. განკარგულებები, რომელთა გაცემა არ შეიძლება
- მუხლი 32. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
- მუხლი 33. სამსახურის შინაგანაწესი
- მუხლი 34. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება
- მუხლი 35. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება
- მუხლი 36. სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 31, №764, 25.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.828 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87544/muxli-31/