1. სამსახურის შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდგომ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) ხელფასის გაცემის დრო და წესი;
ე) შრომის დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ვ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.
2. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურის დაწესებული შინაგანაწესი, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
3. სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებულია სამსახურში მიღებისას სამსახურის თანამშრომელს გააცნოს შენაგანაწესი (ხელწერილის დადებით). აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.
თავი VI. სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერებ