1. სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს სამსახურის თანამშრომლის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და შესაბამისად დაწესებულების გათავისუფლებას სამსახურის თანამშრომლის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან.
2. სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობები შეჩერდება:
ა) სამსახურის თანამშრომლის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი;
ბ) შვებულების დროს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრებისას;
დ) არჩევნებში მის კანდიდატად წამოყენებისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ე) სასწავლო შეკრებების, აგრეთვე რეზერვისტთა მობილიზაციის დროს, თუ მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;
ვ) დისციპლინარული წარმოებისას;
ზ) სხვა შემთხვევისას, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით.
3. სამსახურის თანამშრომელს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში,  სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს მისი უშუალო უფროსი, სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში მას არ ეძლევა ხელფასი.
4. სამსახურის თანამშრომელი, რომლის სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებულია დისციპლინური წარმოებისას, იმყოფება უშუალო უფროსის განკარგულებაში, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული მისი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მიღებული უნდა იყოს ზომები, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომელი ჩამოშორებულ იქნეს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მასალებს და საბუთებს, ჩამოერთვას სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სამსახურებრივი ინვენტარი, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივი მოწმობა (ჟეტონი) და სხვა სამსახურებრივი საშუალებები