1. სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიერ აკრძალულია განკარგულების (დავალების) გაცემა, თუ იგი:
ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას;
ბ) სცილდება განკარგულების (დავალების) გამცემის უფლებამოსილებას;
გ) თხოულობს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების (დავალების) გამცემს არ გააჩნია.
2. განკარგულების (დავალების) კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვის შემთხვევაში სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნული აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. განკარგულების (დავალების) წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა იმ შემთხვევისა (რაც წერილობით უნდა ეცნობოს განკარგულების (დავალების) გამცემს), თუ მათი შესრულება:
ა) მიმართული იქნებოდა მისი მეუღლის, მშობლების, ძმის, დის, შვილის ან სხვა ახლობელ ადამიანთა წინააღმდეგ;
ბ) არ იძლევა ბავშვთა აღზრდისათვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობის საშუალებას;
გ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ (ფიზიკურ) მომზადებას, ვიდრე მას აქვს;
დ) წინააღმდეგ ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის