1. სამსახურში შინაგანაწესით დგინდება ხუთდღიანი სამუშაო კვირა, ასევე სამსახურში დადგენილია ოთხცვლიანი განრიგი, რომელსაც ადგენს სამსახურის უფროსი სამუშაოს თავისებურებიდან გამომდინარე.
2. სამსახურის თანამშრომლები, აუცილებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი უშუალო უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ ზეგანაკვეთური, აგრეთვე ღამით, უქმე და დასვენების დღეებში. ზეგანაკვეთური მუშაობისათვის თანამშრომლებს მიეცემათ სათანადო ფულადი კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ცვლიანი განრიგით მუშაობის შემთხვევაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დადგენილი სამუშაო საათების საერთო ნორმირებულ ოდენობას. ცვლაში მომუშავეთა განრიგს ადგენს მათი უშუალო ხელმძღვანელი ერთი თვით ადრე