1. კანდიდატის მოსამზადებელ კურსებზე მისაღები გამოცდები შედგება ორი ეტაპისაგან: საკვალიფიკაციო გამოცდა – ტესტირება და გასაუბრება.
2. ტესტირება და გასაუბრება ტარდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შექმნილი სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ.
3. კანდიდატმა მისაღები გამოცდის ორივე ეტაპზე უნდა მიიღოს დადებითი შეფასება.
4. სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისია იმ კანდიდატთა სიას, რომლებმაც გამოცდების ორივე ეტაპზე მიიღეს დადებითი შეფასება, გამოცდების დამთავრებიდან სამი დღის ვადაში წარუდგენს სამსახურის უფროსს, ხოლო სამსახურის უფროსი სამსახურის ადმინისტრაციის მეშვეობით კანდიდატს გადასცემს მოსამზადებელ კურსებზე მისაღები გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ მოწმობას.
5. კანდიდატი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოწმობასთან ერთად მიიღებს მოსამზადებელი კურსების გავლის უფლების დამადასტურებელ მოწმობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მოსამზადებელი კურსების დაწყების თარიღი, დაწესებულების დასახელება და მისამართი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 22.01.2026
მუხლი 17. კანადიდატის მოსამზადებელ კურსებზე მისაღები გამოცდები
თავი III — სამსახურში მიღება მოსამზადებელი კურსების გავლით
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 455. ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზების ვადა
- მუხლი 16. სასწავლო კურსები
- მუხლი 60. მოსამზადებელი კურსების გავლა
- მუხლი 49. სასწავლო კურსები და სასწავლო გეგმები
- მუხლი 61. იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები
- მუხლი 24. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე 18 წლამდე პირების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. სამსახურში მიღების გარანტიები
- მუხლი 9. გამოსაცდელი ვადა
- მუხლი 10. სამსახურის თანამშრომლის ფიცი
- მუხლი 12. სამსახურის გავლის ვადა
- მუხლი 14. სამსახურში მიღება მოსამზადებელი კურსებით
- მუხლი 16. კანდიდატთა რეგისტრაცია
- მუხლი 18. მოსამზადებელი კურსების დაწყების საფუძველი
- მუხლი 19. მოსამზადებელი კურსების გავლა
- მუხლი 20. სწავლების შედეგების შეფასება
- მუხლი 21. თანამდებობაზე დანიშვნა
- მუხლი 22. სამსახურის თანამშრომლის, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 17, №764, 25.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.828 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87544/muxli-17/