1. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს მოითხოვოს სამსახურში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რის შესახებაც ორი კვირით ადრე წერილობით უნდა გააფრთხილოს სამსახურის ხელმძღვანელი. ხელმძღვენელი ვალდებულია განიხილოს სამსახურის თანამშრომლის წერილობითი მოთხოვნა და აცნობოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ფორმდება ბრძანებით.
2. სამსახურის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს უფლება აქვთ სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოითხოვონ მათი წერილობითი განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა, რის შედეგადაც სამსახური ვალდებულია სამი დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ხოლო სამსახურის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს უფლება აქვთ
შეწყვიტონ
მუშაობა და შრომითი ურთიერთობა ძალადაკარგულად ჩათვალოს სამი დღის გასვლის შემდეგ, თავის მხრივ სამსახური ვალდებულია მოახდინოს სამსახურის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან საბოლოო ანგარიშსწორება და დაუბრუნოს მათ შრომის წიგნაკი, აგრეთვე სხვა საბუთები