1. მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი მოადგილეები.
2. მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს მინისტრის ან მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში –მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს მთავარი სამმართველოს უფროსის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით.
5. სამინისტროს სისტემაში უმცროს და უფროს ოფიცერთა სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების, უმცროს და უფროს ოფიცერთა მორიგი სამხედრო წოდებისა და უფროსი სპეციალური წოდების, აგრეთვე, სამხედრო და სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება (გარდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდებისა, რომელსაც ვადაზე ადრე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი) ხდება მინისტრის ბრძანებით.
6. სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეების (გარდა სსიპ-ების შტატგარეშე მოსამსახურეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის მოადგილეების მიერ საკურატორო სფეროების მიხედვით, ხოლო მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფების შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის პირველი მოადგილე.
7. სამინისტროს მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობიდან გათავისუფლება, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭება ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, თუ არ განხორციელდა ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებები