1. სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. სსიპ „112“-ის დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ამავე სსიპ-ის დირექტორი.
2. სსიპ-ების სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესს, კომპეტენციის ფარგლებში ადგენს სსიპ-ის ხელმძღვანელი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დაცვის პოლიციაში ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად მოქალაქეებს ჩარიცხავს, უმცროს სპეციალურ წოდებას მიანიჭებს, ვადიანი საკონტრაქტო სამსახურიდან ამორიცხავს, სამსახურიდან დათხოვნისას „რიგითის“ სამხედრო წოდებას მიანიჭებს და შემდგომში სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხავს დაცვის პოლიციის კურატორი მინისტრის მოადგილე.
4. სსიპ-ის სპეციალური წოდების მქონე პირს (გარდა ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებისა) უმცროს და პირველად საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი (გარდა დაცვის პოლიციისა). დაცვის პოლიციაში უმცროს და მორიგ საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს დაცვის პოლიციის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ხოლო სხვა სპეციალურ წოდებებს - კურატორი მინისტრის მოადგილე.
5. დამატებით მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაცვის პოლიციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, განსაზღვრავს მინისტრი. სპეციალური წოდების მქონე დაცვის პოლიციის მოსამსახურე, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს, ექვემდებარება თანამდებობრივ გადაადგილებას ან სამსახურიდან დათხოვნა