მუხლი 63. თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, სამსახურიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამო
თავი VIII — თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, სამხედრო სამსახურში
1. სამსახურის უფროსის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვაზე, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებაზე, მათი დროებითი არყოფნის შემთხვევაში მოვალების დაკსრებაზე უფლებამოსილი პირი არის მხოლოდ სამსახურის უფროსი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსამსახურეთა გარდა სამსახურის ყველა სხვა მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ავისუფლებს, სამხედრო სამსახურში რიცხავს, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებებს ანიჭებს, მათი დროებითი არყოფნის შემთხვევაში მოვალებას აკსრებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილ
მუხლი 33. წოდებების ვადამდე მინიჭება— საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 63, №1, 01.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2930550/muxli-63/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია