1. სამსახურის თანამშრომელთა (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებისა და თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც იმყოფება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ აღრიცხვაზ