1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლის (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილისა) გადაყვანა სხვა იერარქიულ რანგსა და თანამდებობაზე დასაშვებია:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

გ) შეფარდებული დისციპლინური სახდელის გამო.

2. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაყვანა ხორციელდება გადასაყვანი თანამშრომლის თანხმობით, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წინასწარი შეტყობინებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზ