1. სამსახურებრივ გადაყვანად მიიჩნევა მოხელის დანიშვნა იმავე იერარქიული რანგის და თანამდებობის შესაბამის სხვა ან/და ფუნქციურად მსგავს თანამდებობაზე.
2. მერიის მოხელის გადაყვანა დასაშვებია:
ა) მოხელის ინიციატივით;
ბ) საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დასაბუთებული გადაწყვეტილებითა და მოხელის თანხმობით.
3. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას.
4. მერიის მოხელის გადაყვანის პროცესი ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლების შესაბამისა