1. მოხელის გადაყვანა გულისხმობს მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭიბას იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში (ჰორიზანტარული) გადაყვანა.
2.მოხელის გადაყვანა დასაშვებია:
ა) მოხელის ინიციატივით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით;
ბ) საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დასაბუთებული გადაწყვეტილებითა და მოხელის თანხმობით.
3. დაუშვებულია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას.
4. საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ასახოს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
5. მოხელის გადაყვანა დასაშვებია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით დადგენილი წესი