1.  მოხელის კარიერული განვითარება ხდება:

ა) ქვედა იერარქიული რანგის თანამდებობიდან ზედა იერარქიული რანგის თანამდებოაზე გადასვლისას:

ბ)დაბალი  თანამდებობიდან  იმავე  იერარქიული რანგის მაღალ თანამდებობაზე გადასვლისას.

2. მოხელის  კარიერული განვითარება ხორციელდება დახურული კონკურსის საფუძველზე,  ,,საჯარო სამსახრის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით  დადგენილი წესით.

3. მოხელე არ შეიძლება დაწინაურდეს დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში, აგრეთვე თუ დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას მიღებული აქვს ზემდგომი ხელმძღვანელისაგან უარყოფითი შეფასება.

4. ერთ თანამდებობაზე რამდენიმე დასაწინაურებელი მოხელის წარდგენისას თანამდებობაზე დაინიშნება ის მოხელე, რომელსაც კონკურსის შედეგებით ან დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას მიღებული აქვს უფრო მაღალი შეფასებ