1.მერიის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ'’ საქართველოს კანონის (27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე და 34-ე მუხლების) და ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილების და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2. მერიის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის წესით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. გადაწყვეტილებას მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე, იღებს მერი.
4. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს მოხელის თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის დადგენილი წესი