1. მერის წარმომადგენელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერთან, საკრებულოსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

ბ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;

გ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

დ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ, ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს, ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისათვის მათ მიწოდებას;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ვ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ზ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურული და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

თ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში შეხვედრების ჩატარებას;

ი) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს:

ი.ა) მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საქონლისა და ხემცენარეების ადგილწარმოშობის (გარდა ხემცენრეებისა, რომლებიც შეტანილია წითელ წიგნის  წითელ ნუსხაში);

ი.ბ)  პირის კონკრეტულ მისამართზე  ცხოვრების  ფაქტს;

ი.გ) ოჯახის ფაქტობრივ შემადგენლობას;

ი.დ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის  ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას;

კ) მერს წარუდგენს წინადადებებს  ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლების ქუჩების, მოედნების, სახელწოდების და ნუმერაციის შესახებ;

ლ) იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვი დაიბადება სამედიცინო  დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე. მერის წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის აღნიშნულის შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში;

მ) მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების  შემთხვევაში, შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმომადგენლს   ეკისრება მიმართვის ვალდებულება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის, რის თაობაზეც ადგენს ოქმს, რომლის შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიცის მინისტრის ბრძანებით;

ნ) თუ მერის  წარმომადგენელს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ოქმის შედგენა, იგი   ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ოქმის შედგენის გარეშე   შეატყობინოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე.

2.მერის წარმომადგენელი, მოთხოვნის შესაბამისად, მერს წარუდგენს ინფორმაციას:

ა) შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

დ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ე) სოციალური (ჯანდაცის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურული ობიექტების (გზები,ხიდები,სტიქიისგან დასაცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

3. მერის  წარმომადგენლის სპეციალისტი

1. მერის წარმომადგენლის სპეციალისტი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. წარმომადგენლის სპეციალისტის უფლებამოსილებაა ხელი შეუწყოს წარმომადგენელს  მერიის  დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილების შესრულებისას;

2. მერის წარმომადგენლის სპეციალისტები ანგარიშვალდებულნი არიან მერის და მერის წარმომადგენლის წინაშ