1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის ხელმძღვანელი,  რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, „საჯარო  სამსახურის  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერიის სტრუქუტურლი ერთეულებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვებისდა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;

ბ) ადმინისტრაციული სამსახური;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

დ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური;

ე) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური;

ვ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური;

ზ) იურიდიული სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ი) მერიის ზედამხედველობის სამსახური.

5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს მერი წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლა