1. მერიის თანამდებობის პირები არიან:
ა) მერი;
ბ) მერის პირველი მოადგილე;
გ) მერის მოადგილე;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.
3. მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, არჩევა-გადაყენებას, დანიშვნა/გათავისუფლებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ხოლო მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების დანიშვნა/გათავისუფლების საკითხი დარეგულირებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი