1. მერიას აქვს მუნიციპალიტეტის გერბით და საკუთარი დასახელებით შედგენილი ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი.
2. მერის ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისათვის და მისი თანხმობით თანამდებობის პირებს ეძლევათ უფლება გამოიყენონ საქმის წარმოებაში ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი.
3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დროშა.
4. მუნიციპალიტეტის მერია სიმბოლოების გამოყენების დროს ხელმძღვანელობს ,,საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა