1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.

2. მერის წარმომადგენელი თავისი უფლებამოსილებას ახორცილებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.

3. წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერის წარმომადგენელს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდება, რომელიც გამოიყენება ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა