1. მოხელის გადაყვანა გულისხმობს მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში (ჰორიზონტალურიგადაყვანა).
2. მოხელის გადაყვანა დასაშვებია:
ა) მოხელის ინიციატივით;
ბ) მერიის ინტერესებიდან გამომდინარე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით, დასაბუთებული გადაწყვეტილებითა და მოხელის თანხმობით.
3. საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ასახოს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაშ