1. სამსახურის თანამშრომლის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ ან დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია:
ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას;
ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;
ე) პირადი თხოვნით;
ვ) ატესტაციის გავლის შედეგების შესაბამისად;
ზ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო.
2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს სამსახურის თანამშრომლის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაციის), გამოცდილების გათვლისწინებით.
3. დაბალ თანამდებობაზე გადაყვანილი სამსახურის თანამშრომელი შემდეგში შეიძლება დაწინაურდეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენისას, შტატით გათვალსიწინებული თანამდებობის (რიცხოვნობის შემცირებისას) შემცირების შემთხვევაში სამსახურის თანამშრომლის უარი სხვა თანამდებობაზე გადაადგილების თაობაზე (თუ გათავისუფლების დროს არის დაუკომპლექტებელი მისი კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობა), იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 22.01.2026
მუხლი 37. სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი გადაადგილება
თავი VII — სამსახურის თანამშრომლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 31. სამსახურის უფროსის დავალების სავალდებულო შესრულება
- მუხლი 32. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
- მუხლი 33. სამსახურის შინაგანაწესი
- მუხლი 34. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება
- მუხლი 35. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება
- მუხლი 36. სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა
- მუხლი 38. სამსახურის თანამშრომლის დათხოვნა პირადი განცხადებით
- მუხლი 39. სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა შტატების შემცირების, სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის გამო
- მუხლი 40. სამსახურის ადმინისტრაციის განკარგულებაში აყვანა
- მუხლი 41. სამსახურის თანამშრომელთა რეზერვი
- მუხლი 42. სამსახურის თანამშრომელთა რეზერვში ჩარიცხვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 37, №764, 25.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.828 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87544/muxli-37/