1. მოსამსახურის გადაადგილება დასაშვებია:
ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას;
ბ) მოსამსახურის თანაბარ (ტოლფასი) თანამდებობაზე გადაყვანისას (გადაადგილება);
გ) მოსამსახურის დაბალ თანამდებობაზე გადაყვანისას;
დ) საშტატო-საორგანიზაციო ცვლილების განხორციელებისას;
ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
ვ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;
ზ) პირადი განცხადებით (პატაკი);
თ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად;
ი) დადებული დისციპლინური სახდელის გამო.
2. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.
3. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების გათვალისწინებით.
4. უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფასი) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე.
5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო მოსამსახურეზ