1. კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, სამსახურში არ მიიღება:

ა) პირი, რომლის ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ბ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება  შვილს, მეუღლეს, მშობელს, დას, ძმას, აგრეთვე მეუღლის დას, ძმას ან/და მშობელს;

გ) სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;

დ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები.

2. მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის, ხოლო სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში აგრეთვე სამედიცინო საქმიანობის გარდა უფლება არ აქვს:

ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს;

ბ) ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში/დაწესებულებაშ