1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.

2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო და დანამატები.

3. კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარდა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლებია:

ა) სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება;

ბ) მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის  გადაწყვეტილების შემთხვევაში, სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება;

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა;

დ)  მოსამსახურის ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნა;

ე) მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურიდან ჩამოშორება.

4.  ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება  საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მეორე დღიდან;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება  ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან;

გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება  ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მეორე დღიდან;

დ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნის დღიდან;

ე) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება სამსახურიდან ჩამოშორების დღიდან.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, განაცდური პერიოდი მოსამსახურეს ჩაეთვლება შრომის სტაჟში და მიეცემა შრომის გასამრჯელო (შრომის ანაზღაურება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაური/უფროსი. მას არ ეძლევა შრომის ანაზღაურება სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდშ