1. სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევს დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შესაძლებელია:

ა) არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი გადაუნაწილდეს სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი დაეკისროს სხვა მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.

2. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დასკვნი