1. სამსახურში მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე არანაკლებ 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, პიროვნული/საქმიანი თვისებების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება. სამსახურში მისაღები პირის მაქსიმალური ასაკი შესაძლებელია დადგინდეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქით.

2. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, დროებით შტატებზე დანიშვნამდე, პირები გადიან შერჩევას, ხოლო დროებით შტატებზე დანიშვნის შემდეგ – სპეციალურ კურსს/კურსებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის კრიტერიუმები და სპეციალური კურსის/კურსების გავლის პროგრამა განისაზღვრება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

3. მინისტრის ან მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, პირები არ ექვემდებარებიან სპეციალური კურსის/კურსების გავლას და ინიშნებიან მუდმივ შტატზე.

4. სპეციალური კურსის/კურსების გავლის პერიოდში პირს ენიჭება კანდიდატის სტატუსი და იგი უზრუნველყოფილია მხოლოდ კვებით, სამედიცინო/საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსდება ყაზარმაში.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული პირი სპეციალური კურსის/კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ინიშნება შესაბამის მუდმივ შტატზე.

6. მუდმივ შტატზე მოსამსახურე ინიშნება საგამოცდო, განუსაზღვრელი ან კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით.

7. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის მიერ. შრომითი ხელშეკრულება ფორმდება ერთ წლამდე ვადით.

8. სამსახურში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმები ან/და რეკვიზიტები მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

9. სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო სამსახურის გასავლელად, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, უფორმდებათ კონტრაქტი. სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირს სამსახურის გასავლელად შესაძლებელია გაუფორმდეთ კონტრაქტი, რომლის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრ