1. მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და პერიოდი, აგრეთვე მის დადგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
2. მოსამსახურისათვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დრო შემდეგ შემთხვევებში:
ა) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;
ბ) წვრთნების პერიოდში;
გ) სადღეღამისო, მათ შორის, საყარაულო, განწესის დროს;
დ) საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის;
ე) მორიგეობის დაწესების შემთხვევაში;
ვ) მობილიზაციისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად მშვიდობიანობის დროს ჩატარებული სწავლებისა და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელებისა