ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მოსამსახურე – მოხელე, მათ შორის, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
ბ) სამოქალაქო პირი –
მოხელე, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო ან სპეციალური წოდება და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
გ) მინისტრი/სამინისტრო – საქართველოს თავდაცვის მინისტრი/სამინისტრო;
დ) გენერალური შტაბის უფროსი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
ე) გენერალური შტაბი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი;
ვ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ