1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში (შემდგომში –
გენერალური შტაბი) და სახმელეთო ჯარებში მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.
2. სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებზ