1. გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების დანაყოფი გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) შეიძლება  ოპერატიულ მართვაში გადაეცეს გენერალურ შტაბში და სახმელეთო ჯარებში  შემავალ სხვა დანაყოფს.

2. ოპერატიულ მართვაში გადაცემის შესახებ ბრძანებით უნდა განისაზღვროს:

ა) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი და მიმღები დანაყოფების დასახელება;

ბ)  ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის მართვის, ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და სხვა საკითხები.

3. ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფი ასრულებს, შესაბამისი დანაყოფისათვის განსაზღვრულ კონკრეტულ ამოცანებსა და დავალებებ