1.
პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია:

ა)
მოსამსახურე, სამსახურის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კანონით მისთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, გამოიყენოს სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა (ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ  მოსამსახურის თანხმობით), ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის და სამუშაო დროის შეცვლით, თუ მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს აუნაზღაურდება დამატებით წარმოშობილი სატრანსპორტო ან/და შესაბამისი ხარჯები დადგენილი წესით;

ბ)
მოსამსახურეს გადაუნაწილოს სამუშაოზე არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები შესასრულებლად, ძირითადი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე არაუმეტეს ერთი თვისა (ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ მოსამსახურის თანხმობით), თუ მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის.  მოსამსახურეს, რომელიც ამ პუნქტის საფუძველზე ცვლის სხვა თანამდებობის პირს, საკუთარი ანაზღაურების გარდა ეძლევა დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

გ)
მოსამსახურეს დააკისროს  სხვა მოსამსახურის მოვალეობების შესრულება, ძირითადი მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლებით არაუმეტეს ერთი თვისა (ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ მოსამსახურის თანხმობით). ამ შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემეტება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.

2.
მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საწინააღმდეგოდ ან თუ მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.

3.
სამსახურის უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოსამსახურე მიავლინოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარე