მუხლი 8. საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ
თავი I — საქართველოს საბაჟო კოდექსის რეგულირების სფერო და საგანი, მიზანი და ტერმინთა განმარტება
საქონლის საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრისას უცხო ქვეყნის ვალუტა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის/საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;
ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის/საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
თავი II. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ საქონლის საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრისას უცხო ქვეყნის ვალუტა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის/საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით; ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის/საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით. თავი II. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №3გ/ად-147-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2003
…არ გამორიცხავს აღნიშნული გადასახადების სხვა სამეურნეო სუბიექტისათვის დაკისრებას, რომელიც აკმაყოფილებს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონლის მიმღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს. კასატორის მითითებით, საბაჟო კოდექსის მე-8 და მე-12 მუხლის თანახმად იმპორტიორი მას შემდეგ, რაც გადახდილი იქნება კანონით განსაზღვრული გადასახადი, არის საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გამშვები, როგორადაც…
…შპს „-----“ (ს/ნ -----) მიმართ გამოწერა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი – EL305464, მომჩივნის მიერ თითქოსდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455–ე დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტითა და მე–8 მუხლის „ნ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო და საგადასახადო კოდექსის 176–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დააჯარიმა 2 000 (ორი ათასი)…
…მიხედვით, ტერმინი „იმპორტი“ განიმარტება როგორც სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად გამოყენებული საბაჟო პროცედურა. დასახელებული კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ ბიზნესოპერატორი ვალდებულია სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და…
…მე-4 პუნქტით კი დადგენილია, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობა დგინდება სახელმწიფო კონტროლისა და საბაჟო კონტროლის დროს. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და…
…შესახებ ცნობა“.“. მუხლი 2 „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) პირველი მუხლის 11 პუნქტითა და მე-8 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები საქონლის საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვაზე 2027 წლის 1 იანვრამდე გავრცელდეს მხოლოდ საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით ავტოსატრანსპორტო…
…მუხლზე, 176-ე მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-5, მე-8 და მე-17 მუხლებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის…