თავი II — საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები
1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია პირის მიმართვის საფუძველზე გასცეს ინფორმაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ.
2. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, არ გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია, თუ ეს მოთხოვნა არ უკავშირდება საქონლით საერთაშორისო ვაჭრობის რეალურ ოპერაციებს.
3. საბაჟო ორგანომ უნდა შეინარჩუნოს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირებთან მუდმივი დიალოგის საშუალებები, აგრეთვე უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის/საბაჟო პროცედურების შესახებ ინფორმაციისა და საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი განცხადების ფორმის ხელმისაწვდომობა სათანადო გადასახდელის გადახდის გარეშე.
4. საბაჟო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, გამოსცეს საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის ნორმის გამოყენების შესახებ მითითება/ინსტრუქცია. ამ მითითების/ინსტრუქციის შესრულება საბაჟო ორგანოსთვის სავალდებულო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №3გ/ად-147-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2003
…რომ რუსთავის მერია არ შეიძლება დაიბეგროს საბაჟო გადასახადებით, რადგან გაზის იმპორტიორი “....”-ს დავალებით არის შპს “ე.”, რომელმაც წარადგინა საბაჟო ორგანოებში საბაჟო დეკლარაცია და საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი, იმ მოტივით, რომ საბაჟო კოდექსის 12-ე მუხლის “ა” პუნქტით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი) ითვალისწინებს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გადახდას. ამავე…
საქმე №3გ-ად-114-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2001
…შპს «ხ.-ისაგან» მის მიერ 1998 წლის ივლის-სექტემბერში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ქ. ბათუმში იმპორტის რეჟიმით შემოტანილი 303, 5 ტ. თხევადი გაზის განბაჟების თანხების გადახდა მოითხოვა. მოსარჩელე შემდეგ გარემოებებზე მიუთითებდა: 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი) ითვალისწინებს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების…
…ან/და რეალიზაცია. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფალ…
…მოთხოვნებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია ქვეყანაში, სადაც განმცხადებელი ორგანო მდებარეობს. 2. პირველი პუნქტის დებულებების შესრულების მიზნით, მე-6 მუხლი, მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, მე-8, მე-11, მე-12 და მე-14 მუხლები შესაბამისად გამოიყენება mutatis mutandis. 3. უსაფრთხოების ზომების შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ამ დამატების IV დანართში მოცემული…
…გადაკვეთა, მითუმეტეს სავალდებულო მწვანე ან წითელი დერეფნით, შესაბამისად შეუძლებელია საბაჟო კონტროლის გვერდით გავლით ან მალულად რომელიმე ქმედების ჩადენა. შეფარდებული საბაჟო სანქცია ასევე გამოწვეული იყო საბაჟო ოფიცრის მხრიდან საბაჟო კოდექსის 12-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, როდესაც ბარგის შემოწმების დროს უსაფრთხოების კონტროლის თანამშრომლებმა გამოიძახეს ოფიცერი, რომელსაც კითხა, თუ სად…
შემოსავლების სამსახურის ბრძანება N 21497 28/07/2020 საქონლის საბაჟო ღირებულების კონტროლის პროცედურული სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სარამრთლის იურიდიული პირის…
…28 ივნისის კანონი №4909 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. მუხლი 11. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობა 1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა. 2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი…