ბრძანება N 14801
📄 სრული ტექსტი
N 14801
25 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------" ; მის. "-------")
2024 წლის 3 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") №90006/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 17 მაისის №"-------" საჯარიმო ქვითარს (სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების იმპორტისას დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი).
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ადმინისტრაციულ აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებას და განმარტავს, რომ საქონლის ფიზიკურად დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ საქონელი ეტიკეტირებული იყო კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან ეტიკეტზე დატანილი იყო საკვების შემადგენლობა, სადაც მითითებულია, რომ საკვები შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებას, მაგრამ ზოგიერთ შეფუთვაზე (საქონელი შეფუთული იყო ქაღალდის მსგავს ტომრებში), საკვების შემადგენელი ერთ-ერთი ნივთიერების გაჟონვის გამო გაიდღაბნა წარწერა ეტიკეტზე და რთული გახდა მისი წაკითხვა. საბაჟო დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა ეტიკეტირების ნორმების დარღვევას.
მომჩივაბს მიაჩნია, რომ არაფერი დაურღვევია, დოკუმენტები იყო წესრიგში, ხოლო ეტიკეტირებული იყო კანონდებლობის ფარგლებში და შესაბამისად, დაჯარიმებულია უსამართლოდ.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 15 მაისს, შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------") კუთვნილი საქონელი (ცხოველთა საკვები გენმოდიფიცირებული – 178 150 კგ) №"------" საბაჟო დეკლარაციით დადეკლარირდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ შეირჩა „წითელი დერეფანი“.
2024 წლის 16 მაისს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის ნაწილი – 120 ტომარა, 3 000 კგ ცხოველთა საკვები „FAVORITE PIGS 25%“ არ არის ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №320 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის“ შესაბამისად. კერძოდ, ცხოველთა გენმოდიფიცირებული საკვებით დატვირთულ ტომრებზე დატანილი ეტიკეტი იყო დაზიანებული და შეუძლებელი იყო მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა.
ვინაიდან შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") მიერ ადგილი ჰქონდა ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული პროდუქტის „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების განმეორებით (საჯარიმო ქვითარი №"-------" 15.03.2024) დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ -ის “ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 17 მაისს შედგენილ იქნა №"-------" საჯარიმო ქვითარი, რომლითაც შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") დაეკისრა „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
სადავო საჯარიმო ქვითრით სამართალდამრღვევს ადგილზე შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, ხოლო სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარდა იმავე დღეს.
საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვევით.
სადავო ადმინისტრაციული აქტი არ მოიცავს გასაჩივრების ვადას და წესს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის შესაბამისი დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
სადავო აქტი არ მოიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ეცნობა მისი უფლება საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაითვალოს, ხოლო საჩივარი დაშვებულ იქნეს განსახილველად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი ადგენს, რომ ეს კანონი აწესრიგებს სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას მათ ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, იმპორტი არის სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად გამოყენებული საბაჟო პროცედურა. ხოლო ტიკეტირება კი არის სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან და გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეფუთვაზე განთავსება ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი იმპორტისას ეტიკეტირებული უნდა იყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იქნეს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, თუ მათ შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში განთავსებული უნდა იყოს წარწერა „გმო“, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში – წარწერა „გმ“. აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა ადვილად შეძლოს მათი იდენტიფიცირება.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი დადგენილია, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობა დგინდება სახელმწიფო კონტროლისა და საბაჟო კონტროლის დროს.
აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი იმპორტისას ეტიკეტირებული იყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ასევე სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას ჰქონდეს თანმხლები დოკუმენტი.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას ახორციელებს საბაჟო კონტროლს მათ ეტიკეტირებაზე, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში.
„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენომოდიფიცირებული პროდუქტის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევა, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში დადგენილი წესების დარღვევა, მათი ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არქონა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული პროდუქტის „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების განმეორებით დარღვევას, რაც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (გადაცდომა) - მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაკისებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2024 წლის 17 მაისის №"------" საჯარიმო ქვითარი და დაკისრებული სახდელი;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს "------" -ის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. "------", დავით აღმაშენებლის ქ. №3), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ადმინისტრაციულ აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებას.
ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის ნაწილი არ არის ეტიკეტირებული „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის“ შესაბამისად.
ვინაიდან ადგილი ჰქონდა ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული პროდუქტის „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების განმეორებით დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება