თავი I — საქართველოს საბაჟო კოდექსის რეგულირების სფერო და საგანი, მიზანი და ტერმინთა განმარტება
1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა შედგება საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, ამ კოდექსისგან და მის შესაბამისად მიღებული ან გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იღებს ან საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს.
3. საქართველოსთვის ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას ამ კოდექსის მიმართ აქვს უპირატესი იურიდიული ძალ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ბს-987(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
…მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია“. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ იგი დამტკიცებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვეოდა, ა.ს-ეს საქართველოს მოქალაქეობა…
…რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გატარებულმა ღონისძიებამ შესაძლებელია მოსარჩელეს მოუსპოს შემოსავლის წყარო და უკიდურესად გააუარესოს მისი მატერიალური მდგომარეობა. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საბაჟო კოდექსის 2.1, 2.3 მუხლებით, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29.1 მუხლით, რომლის თანახმად, კონფისკაციას…
…საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ მოხდა საქონლის კონტრაჰენტის საკუთრებაში არსებულ სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა, რომლის დროსაც არ გამოვლენილა საქონლის რაიმე სახის ნაკლოვანება. სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ცნება, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. გორის რაიონულმა სასამართლომ არ…
…გადახდაზე პასუხისმგებელი პირი, მხოლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საოლქო სასამართლოს არ გაურკვევია. კასატორი ასევე აპელირებდა «ამნისტიის და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების რეალიზაციის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «ა» პუნქტსა და მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლებიც ადგენს, რომ ამ კანონის ამოქმედებისთანავე (ანუ, 2005წ. 24 იანვრიდან), შესრულებულად ჩაითვალოს…
…გამოიწვია, არ არის საფუძველი კომპანიისთვის იმპორტის გადასახადის დარიცხვისა. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნა ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნას ცნობილი იმპორტის გადასახადის ნაწილში. მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილზე, ხელმძღვანელობს საბაჟო კოდექსის IV თავითა და საგადასახადო კოდექსის XIV კარით და…
…შემოსავლების სამსახურის პერიოდული ინფორმირების ნაწილში, შედეგად კი დაადგინეს რომ რაიმე სახის ვალდებულება საბაჟო საწყობის რეჟიმით საქონლის შემომტანი კომპანიებისთვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ არსებობს. მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლზე და მიაჩნია რომ თუ არც საბაჟო კოდექსში და არც მის საფუძველზე გამოცემული რომელიმე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში (მაგ. 257-ე ფინანსთა…
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №21 2024 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, 35-ე მუხლის პირველი ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,…