1. საქართველოს საბაჟო ტერიტორია შედგება:
ა) საქართველოს სახმელეთო ტერიტორიისგან;
ბ) საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და საქართველოს შიდა წყლებისგან;
გ) საქართველოს საჰაერო სივრცისგან;
დ) განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში განლაგებული დანადგარის, ნაგებობისა და ხელოვნური კუნძულის ტერიტორიისგან, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია.
2. საქართველოს საბაჟო საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარ