თავი I — საქართველოს საბაჟო კოდექსის რეგულირების სფერო და საგანი, მიზანი და ტერმინთა განმარტება
1. საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
2. საბაჟო ორგანოს შეიძლება წარედგინოს უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი.
3. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოსთხოვოს პირს საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტის საქართველოს სახელმწიფო ენაზე თარგმნა.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.06.2019).
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საბაჟო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
…განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე- 4 მუხლის თანახმად, საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო "-------"-ის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე "-------"ენაზე.
…სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1 000 ლარი. საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული ელექტრო სიგარეტები არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 6.03.2020 წლის №150 დადგენილების მე-4 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების კატრიჯების/კაფსულების მოცულობა აღემატებოდა 2 მლ-ს და სიგარეტების შეფუთვებში განთავსებული არ იყო საინფორმაციო ფურცელი ქართულ ენაზე.
ამასთან, --------------------ის მიერ საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული ელექტრო სიგარეტები არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის 150-ე დადგენილების დანართი №1-ის მე-4 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების კატრიჯების/კაფსულების მოცულობა აღემატებოდა 2 მლ-ს და სიგარეტების შეფუთვებში განთავსებული არ იყო საინფორმაციო ფურცელი ქართულ ენაზე.
საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება ქართულ ენაზე.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“, მუხლი 4, №4905-IIს, 28.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.019529 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4598501/muxli-4/