1. სტუდენტები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ტექნიკური მომსახურების სასწავლო კურსის მასალებით, რომელიც მოიცავს:

ა) საბაზო სწავლების სილაბუსს, რომელიც მოცემულია „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ – სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის №69 ბრძანების 1 დანართში, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების მოწმობის კატეგორიის ან ქვეკატეგორიის შესაბამისად; და

ბ) საჰაერო ხომალდის ტიპზე სწავლების  კურსის შინაარსს „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის №69 ბრძანების №3 დანართის  მოთხოვნების შესაბამისად, საჰაერო ხომალდის სათანადო ტიპისთვის და საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების მოწმობის კატეგორიის ან ქვეკატეგორიისთვის.

2. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი  უნდა იყოს ბიბლიოთეკაში არსებული ტექნიკური მომსახურების დოკუმენტაცია და ტექნიკური სახის ინფორმაცი