ამ „წესში“ გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულება – საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პროფესიული მომზადებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებო დაწესებულება;
ბ) ინსტრუქტორი – საინსტრუქტორო სამუშაოზე დაშვებული ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი;
გ) გამომცდელი – პირი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტის, საბაზო ან საჰაერო ხომალდის ტიპზე თეორიული სწავლებისას, მიღებული ცოდნის გამოცდის ჩატარებას;
დ) შემფასებელი – პირი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტის საბაზო ან საჰაერო ხომალდის ტიპზე პრაქტიკული სწავლების შეფასებას;
ე) სდ-ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – სტუდენტთა თეორიული/პრაქტიკული მომზადებისათვის საჭირო, სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული სწავლების მიზნების შესაბამისი შენობა-ნაგებობების, აუდიტორიების, საგამოცდო და ადმინისტრაციული ოთახების, ჩანაწერების შენახვის სივრცის, ბიბლიოთეკის, პრაქტიკული სწავლების საშუალებების (სახელოსნო, ტექნიკური მომსახურების ბაზა, აღჭურვილობა, ხელსაწყოები, ელ.ტექნიკა, თვალსაჩინო საშუალებები და სხვ.) ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად;
ვ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სდ-ს შესაბამისობას ამ ,,წესით” და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
ზ) კომპლექსური საწვრთნელი მოწყობილობა (STD) – საჰაერო ხომალდის კონკრეტული სისტემის და/ან კომპონენტის სამუშაო მოდელი, რომელიც აგრეთვე მოიცავს კომპიუტერულ მოდელირებას და გამოიყენება საჰაერო ხომალდის რთული სისტემების და გაუმართაობის დიაგნოსტიკისთვის.
თავი II
საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სასერტიფიკაციო მოთხოვნე