1. ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ სდ-ს შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელოს შესაბამისად (MTOE):
ა) საბაზო სასწავლო კურსი;
ბ) საჰაერო ხომალდის ტიპზე/დავალებების სასწავლო კურსი;
გ) გამოცდის ჩატარება სტუდენტებისთვის, რომლებსაც გავლილი აქვთ საბაზო ან საჰაერო ხომალდის ტიპზე სასწავლო კურსი ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში;
დ) გამოცდის ჩატარება სტუდენტებისათვის, რომლებსაც არ გაუვლიათ საჰაერო ხომალდის ტიპზე სასწავლო კურსი ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში;
ე) გამოცდის ჩატარება სტუდენტებისათვის, რომლებსაც არ გაუვლიათ საბაზო სასწავლო კურსი ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში.
2. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, შესაბამის სასწავლო კურსზე/მოდულზე.
3. სწავლება, გამოცდა და პრაქტიკული უნარების შეფასება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატით განსაზღვრულ მისამართზე და/ან სხვა მისამართზე, რომელიც მითითებულია ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელოში (MTOE).
4. ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებას შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტირებულ უმაღლეს/პროფესიულ ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებასთან საბაზო და ტიპზე სასწავლო კურსების, ასევე მათთან დაკავშირებული გამოცდების და შეფასების ჩასატარებლად, თუ კონტრაქტორი სასწავლო დაწესებულება აღნიშნულ პროცესს განახორციელებს ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების ხარისხის სისტემით.
5. საბაზო თეორიული სწავლების და გამოცდების საკითხებზე კონტრაქტის გაფორმება ნებადართულია „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ პირველი დანართის 1, 2, 3, 4, 5, 6, 8, 9 და 10 მოდულებზე.
6. ტიპზე სწავლების და შეფასების საკითხებზე ხელშეკრულების გაფორმება ნებადართულია ძალურ დანადგარსა და ავიონიკის სისტემებზე.
7. სასწავლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი ჩაატაროს გამოცდები, თუ არ გააჩნია შესაბამისი სწავლების განხორციელების უფლება.
8. სდ-მ გამოცდა უნდა ჩაატაროს სააგენტოსთან შეთანხმებული საგამოცდო კითხვების მეშვეობი