1. ყოველ საკლასო ოთახს უნდა გააჩნდეს საპრეზენტაციო მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ საკლასო ოთახის ნებისმიერი ადგილიდან ტექსტის, ნახაზის და დიაგრამების  ადვილად წაკითხვას.

2. საბაზო მომზადების სახელოსნოს და/ან ტექნიკური მომსახურების ბაზას  უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო ხელსაწყო-მოწყობილობა, საჰაერო ხომალდების, ძრავების, საჰაერო ხომალდების ნაწილებისა და საავიაციო ელექტრონული აღჭურვილობის შესაბამისი ნაკრები შეთანხმებული მოცულობის სწავლების განსახორციელებლად.

3. საჰაერო ხომალდის ტიპზე სწავლების განმახორციელებელ სდ-ს უნდა გააჩნდეს წვდომა შესაბამის საჰაერო ხომალდის ტიპზე. შესაძლებელია კომპლექსური საწვრთნელი მოწყობილობის გამოყენება (STD), თუ ის შეესაბამება  საჰაერო ხომალდის შესაბამის ტიპ