1. სასწავლო დაწესებულების შენობა-ნაგებობა, ნებისმიერი ამინდის პირობებში, სტუდენტს უნდა აძლევდეს საშუალებას, მიიღოს  სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

2. შენობაში გათვალისწინებული უნდა იყოს თეორიული სწავლებისა და გამოცდების ჩასატარებელი განცალკევებული სივრცე, სადაც:

ა) სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ნებისმიერ სასწავლო კურსის თეორიულ ნაწილზე არ უნდა აღემატებოდეს 28 ერთეულს;

ბ) საგამოცდო ოთახი  მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ გამოცდის განმავლობაში  სტუდენტს არ ჰქონდეს საკუთრი ადგილიდან სხვა სტუდენტის საგამოცდო ფურცლების წაკითხვის ან კომპიუტერის ეკრანის დანახვის შესაძლებლობა.

3. საბაზო მოსამზადებელი კურსის შემთხვევაში, სახელოსნო და/ან ტექნიკური მომსახურების ბაზა, აღჭურვილი პრაქტიკული სასწავლო პროგრამის შესაბამისად, განცალკევებული უნდა იყოს თეორიული სწავლების ოთახებისგან. თუ სასწავლო დაწესებულებას არ გააჩნია პრაქტიკული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სახელოსნო და/ან ტექნიკური მომსახურების ბაზა, აღნიშნული სწავლების განსახორციელებლად მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოსაყანებლად სასწავლო დაწესებულებამ ხელშეკრულება უნდა გააფორმოს სხვა ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციასთან, რომლის შემოწმების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სააგენტოს ნებისმიერ დროს, რაც  აგრეთვე გაწერილი უნდა იყოს სასწავლო დაწესებულებასა და ტექნიკური მომსახურების საწარმოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

4. საჰაერო ხომალდის ტიპზე დავალების მიხედვით სწავლებისას აუცილებელია სასწავლო კურსი უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი საჰაერო ხომალდის ტიპის  აღჭურვილობით, ამ წესის მე-6 მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად.

5. საბაზო სასწავლო კურსის განმავლობაში პრაქტიკული მომზადების მსვლელობისას  მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 სტუდენტს  ერთ ინსტრუქტორზე/ შემფასებელზე.

6. სდ-ში გათვალისწინებული უნდა იყოს ინსტრუქტორების, გამომცდელებისა და შემფასებლების სამუშაო სივრცე, რათა მათ შეძლონ საკუთარი მოვალეობის შესრულება დაძაბულობის ან სხვა ხელის შემშლელი გარემოებების  გარეშე.

7. სდ უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცული საცავით, რომელშიც ამ წესით დადგენილ ვადებში შესაძლებელი იქნება საგამოცდო ტესტების და სასწავლო კურსების ჩანაწერების შესაბამის მდგომარეობაში შენახვა. საცავი შესაძლებელია განთავსებული იყოს განცალკევებულ  ან ინსტრუქტორების, გამომცდელების და შემფასებლების სამუშაო ოთახში დოკუმენტაციის უსაფრთხოების დაცვის პირობების უზრუნველყოფით.

8. სდ-ს ბიბლიოთეკა უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი სასწავლო-სახელმძღვანელო მასალებით სწავლების მოცულობისა და დონის შესაბამისა