1. სასწავლო დაწესებულებაში დანიშნული უნდა იყოს  პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია სასწავლო პროცესების  ფინანსურ უზრუნველყოფაზე და წარმართვაზე  ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სდ-ში დანიშნული უნდა იყოს  ხელმძღვანელი პირი ან რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი (დანართი 2), რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და ანგარიშვალდებულია პასუხისმგებელი ხელმძღვანელის წინაშე.  ჯგუფიდან თანამდებობით უფროსი პირი, ან ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შესაძლებელია იყოს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირი.

3. სდ-ს უნდა ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის პერსონალი, რომ უზრუნველყოს  თეორიული  და პრაქტიკული სწავლების დაგეგმვა, ჩატარება, გამოცდა და შეფასება.

4. პრაქტიკული სწავლება და შეფასება, სდ-მ შესაძლებელია განახორციელოს   კონტრაქტორი  ორგანიზაციის მეშვეობით და დანიშნოს ამ ორგანიზაციის პერსონალი პრაქტიკული სწავლებისა და შეფასების განსახორციელებლად.

5. ინსტრუქტორი, გამომცდელი და შემფასებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)  გავლილი უნდა ჰქონდეს  ინსტრუქტორის სწავლების მეთოდიკის სასწავლო კურსი;

ბ) იცოდეს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების  და საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესები;

გ) იცოდეს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების (MTOE) სახელმძღვანელოში გაწერილი სწავლების პროცედურები  და შეეძლოს აღნიშნული პროცედურებით მუშაობა;

დ) აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-6 დანართით გათვალისწინებულ პირობებს;

ე) ფლობდეს ინგლისური ენის B2 დონეს.

6. ინსტრუქტორთა, გამომცდელთა და შემფასებელთა გამოცდილება და კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოსთან შეთანხმებულ სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილ პროცედურებსა და კრიტერიუმებს.

7. ინსტრუქტორებმა და გამომცდელებმა კვალიფიკაციის შესანარჩუნებლად 24 თვეში ერთხელ უნდა გაიარონ შესაბამისი გადასწავლება დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებში, პრაქტიკულ უნარებში, ადამიანურ ფაქტორში და სწავლების უახლეს მეთოდიკაში. გადასწავლების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 35 საათს, შესაძლებელია საათების გადანაწილება სასწავლო დაწესებულების და/ან კონკრეტული ინსტრუქტორის/გამომცდელის სწავლების მოცულობის გათვალისწინები