1. სდ-ში დაგეგმილი შემდეგი ცვლილებები საჭიროებს სააგენტოს წინასწარ თანხმობას:
ა) სდ-ს სერტიფიკატით და მისი დანართით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებული ცვლილებები;
ბ) პასუხისმგებელი და დანიშნული ხელმძღვანელი პირების ცვლილება;
გ) პასუხისმგებელი და დანიშნული ხელმძღვანელი პირების ანგარიშვალდებულების სქემის ცვლილება;
დ) იმ პროცედურების ცვლილება, რომლის შესაბამისად ხორციელდება სდ-ს ცვლილებები სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე;
ე) სდ-ს ადგილმდებარეობის დამატება.
2. განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია დაგეგმილი ცვლილების შესახებ სააგენტოს წარედგინება ცვლილების განხორციელებამდე.
3. სდ-ს ცვლილების განხორციელების პროცესში შეუძლია გააგრძელოს ფუნქციონირება სააგენტოს მიერ დადგენილი პირობებით, თუ სააგენტო არ მიიღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ.
4. ცვლილების სააგენტოში წარუდგენლობა გამოიწვევს სდ-ს სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას ან გაუქმებას ცვლილების ამოქმედების თარიღიდან.
5. სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე შესაძლებელია ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელოში (MTOE) გაწერილი ცვლილებების განხორციელება პროცედურების შესაბამისად. ის ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას, ეცნობა სააგენტოს ცვლილებების განხორციელებიდან 5 დღის განმავლობაშ