1. სდ-მ უნდა შეიმუშაოს პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს სწავლებას ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული პროცედურები უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან.
2. სდ-მ უნდა დანერგოს ხარისხის სისტემა, რომელიც მოიცავს:
ა) დამოუკიდებელ (შიდა) აუდიტებს, რომელიც გააკონტროლებს სწავლების სტანდარტის, თეორიული ცოდნის შემოწმების და პრაქტიკული უნარების შეფასების შესაბამისობას დადგენილ პროცედურებთან;
ბ) პასუხისმგებელი პირების მხრიდან აუდიტით გამოვლენილ ნაკლოვანებებზე რეაგიგირებას, საჭირო მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას და პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირის ინფორმირებას.
შენიშვნა: სწავლების მეთოდები და საშუალებები მოცემულია ამ წესის მე-3 დანართში