1. სააგენტო, ამ წესით დადგენილი სასერტიფიკაციო მოთხოვნების სდ-ს მიერ დაკმაყოფილების და/ან ნაკლოვანებების სრულად აღმოფხვრის  შემთხვევაში, სერტიფიცირების საბოლოო ანგარიშის საფუძველზე, 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, გასცემს სერტიფიკატს და მის დანართს და ითანხმებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სდ-ს სახელმძღვანელოს და სასწავლო პროგრამებს.

2. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ, თუ არ მოხდა მისი შეჩერება ან გაუქმება.

3. სააგენტო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაშ