1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ სდ-მ ვერ უზრუნველყო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების აღმოფხვრა;
ბ) თუ სდ-ს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს;
გ) თუ მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი.
2. სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება სასწავლო დაწესებულებას, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სერტიფიკატის შეჩერების მიზეზ(ებ)ი.
3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება სერტიფიკატის შეჩერების მიზეზი, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) თვით.
4. სერტიფიკატი განახლდება, თუ აღმოფხვრილ იქნება ის ნაკლოვანებები, რომლებიც გახდა მისი შეჩერების საფუძველი და სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე. ამასთან, სააგენტო უნდა დარწმუნდეს ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.
5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) სერტიფიკატის შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;
გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;
დ) სდ-ს საქმიანობა ყალბი დოკუმენტის საფუძველზე;
ე) ორი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ სააგენტოს ინსპექტორებისთვის სდ-ში შემოწმების მიზნით შესვლაზე უარის თქმა;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
6. სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება, თუ:
ა) სდ-ში ჩატარებული გამოცდების პროცესთან დაკავშირებით გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამოცდის ბათილობა;
ბ) ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლინდა ისეთი ნაკლოვანებები, რომლითაც დასტურდება, რომ სასწავლო დაწესებულების ან კონტრაქტორი ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად ვერ უზრუნველყოფს სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული სასწავლო კურსების სრულფასოვნად ჩატარებას.
გ) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი.
7. სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში სდ ვალდებულია 3 (სამი) დღის ვადაში დააბრუნოს სააგენტოში სერტიფიკატი და მისი დანართ